21:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-08 17:08:59, 1125 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა იმ პრიორიტეტების მიხედვით მოხდება, რომელთა განსაზღვრაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.

 ნათია თურნავას განმარტებით, სფეროების და უწყებების მიხედვით ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება.

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდის კოორდინაციას ახდენს ბიზნესომბუდსმენი. ჯერჯერობით მიმდინარეობს თანხების აკუმულირება, პარალელურად ისევ ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება ძირითადი საჭიროებების აღრიცხვა - თუ რომელ სფეროს და რომელ უწყებას რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად აღვუდგეთ წინ კორონავირუსის გავრცელებას. როგორც კი ეს საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება და პრიორიტეტები განისაზღვრება, ამ ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება და მთლიანად საზოგადოებისთვის ცნობილი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 

ამასთან, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ბიზნესმენსა და ბიზნესს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლოს მიზნით ფონდის არსებობის ინიციატივას  გამოეხმაურა და მასში შემოწირულობებს რიცხავს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics