17:25 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 01:17:42, 453 ნახვა

საზოგადოება
უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული „ბარსელონა“ გახდა

უეფა-ს ევროპის სუპერთასის მფლობელი „ბარსელონა“ გახდა.

„ბარსელონამ“ "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში „სევილია“ ანგარიშით 5-4 დაამარცხა.

მატჩის 115-ე წუთზე, დამატებით დროში მე-5 გოლი „ბარსელონას“ ფეხბურთელმა პედრო როდრიგესმა გაიტანა.

მატჩში პირველი გოლი მე-3 წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა ევერ ბანეგამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მე-7 წუთზე  ანგარიში „ბარსელონამ“ ლიონელ მესის დარტყმით გაათანაბრა. მე-16 წუთზე კი მესიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა.

44-ე და 52-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორები "ბარსელონას" ფეხბურთელები  რაფინია და სუარესი არიან.

57-ე წუთზე გატანილი გოლის ავტორი "სევილიას" ფეხბურთელი რეიესია. 72-ე წუთზე კი "სევილიამ" გამეიროს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიშის სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

"ბარსელონას" კარში "სევილიამ“ 81-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რითიც ანგარიში გათანაბრდა. გატანილი გოლის ავტორი კონოპლიანკაა.

მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 4:4 დასრულდა.

უეფა-ს სუპერთასის მატჩში, „დინამო არენაზე“ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" და ევროპის ლიგის გამარჯვებული "სევილია" დაუპირისპირდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics