|
2020-04-08 13:20:21, 2263 ნახვა
მსოფლიო
The Daily Signal - ისევე, როგორც წარსულში მომხდარი გამოწვევების შემთხვევაში, ამჟამინდელი პანდემიის პირობებშიც საქართველომ დაადასტურა, რომ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მოკავშირეს
საქართველო დღეს აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ პარტნიორობაში მთავარ როლს ასრულებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი. 2013 წელს დაარსებული ლაბორატორია იქცა მთავარ რესურსად კორონავირუსთან ბრძოლაში აქ 24 საათზე ნაკლებ დროში ტარდება ასობით ნიმუშის ტესტირება და შედეგების დაბრუნება,- ,, The Daily Signal“ სტატიას სახელწოდებით ,, საქართველო წარმოადგენს ამერიკის გამოცდილ მოკავშირეს საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში“ აქვეყნებს. სტატიის თანახმად, საქართველომ გამოამჟღავნა სიმტკიცე და იქცა სანიმუშო ქვეყანად საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. საქართველო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს, დღეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორს რიგ კრიტიკულ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით. ეს პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა მდებარეობს იმ ძალისხმევის წინა ხაზზე, რომლის მიზანიცაა რუსეთის ექსპანსიონიზმის შეკავება. საქართველომ ათასობით მებრძოლი გააგზავნა ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ძალისხმევის მხარდასაჭერად. დღეს კი ქვეყანა აშშ-ის პარტნიორია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში. ამ პარტნიორობაში მთავარ როლს ასრულებს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი - აშშ-ის მიერ დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორია საქართველოს დედაქალაქის, თბილისის გარეუბანში, რომლის მიზანიცაა „რეგიონში დაავადებათა გავრცელების შეკავება და საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური ომის პროგრამიდან შემორჩენილ მომაკვდინებელ პათოგენებთან ბრძოლა. 2013 წელს დაარსებული ლაბორატორია იქცა მთავარ რესურსად კორონავირუსთან ბრძოლაში. აქ 24 საათზე ნაკლებ დროში ტარდება ასობით ნიმუშის ტესტირება და შედეგების დაბრუნება“. რეგიონში უნიკალური უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების წყალობით, ლუგარის ლაბორატორიამ დაიწყო წვლილის შეტანა კორონავირუსის ქცევის კვლევაში უფრო ფართო საერთაშორისო ასპარეზზეც. ჯანდაცვის სფეროში ამ თანამშრომლობამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც სწრაფად იზრდება, მაგრამ დღესაც ერთ-ერთი უღარიბესია ევროპაში“,- ნათქვამია სტატიაში. ,,The Daily Signal“ იხსენებს აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის სიტყვებს, რომლის თანახმად კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ გადადგა პროაქტიული ნაბიჯები „COVID-19-ის გავრცელების შეკავებისკენ და მისი გავლენის მინიმიზაციისკენ. ,, ჯანდაცვის სფეროში ამ თანამშრომლობამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის უკვე მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც სწრაფად იზრდება, მაგრამ დღესაც ერთ-ერთი უღარიბესია ევროპაში. როგორც დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა 2019 წელს აღნიშნა, მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველომ გამოამჟღავნა სიმტკიცე და იქცა სანიმუშო ქვეყანად საზოგადოებრივი ჯანდაცვის და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ახლახან აღნიშნა, კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ გადადგა პროაქტიული ნაბიჯები „COVID-19-ის გავრცელების შეკავებისკენ და მისი გავლენის მინიმიზაციისკენ“,- აღნიშნულია ,,The Daily Signal“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)