|
2015-08-11 19:43:49, 299 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა თურქეთში განვითარებული პროცესები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის მიმართ. „საქართველო ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აგრძელებს ბრძოლას თანამედროვეობის ამ ერთერთი უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. თურქეთის პრეზიდენტმა დიდი მადლიერება გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის გამო და აღნიშნა, რომ ძალიან აფასებს საქართველოს წვლილს, რომელიც მას შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობაში. ამასთან, თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა კონკრეტული პროექტების ფარგლებში დაეხმაროს თბილისში, 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს. ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის სხვა აქტუალური საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)