16:18 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 18:39:42, 456 ნახვა

საზოგადოება
ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობა იუსტიციის სამინისტროს სერვისებს კომფორტულ გარემოში მიიღებს

სახელმწიფო სერვისების სწრაფად და კომფორტულად მიღებას დღეიდან ასპინძისა და ნინოწმინდის მოსახლეობაც შეძლებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს, სამცხე-ჯავახეთში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ორი ახალი ტერიტორიული სამსახური ამოქმედდა.

მომსახურების ოფისები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელები შიო ხეცურიანი და პაპუნა უგრეხელიძე.

მომსახურების ოფისები თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, საოფისე ინვენტარითა და ინტერნეტით აღიჭურვა; მოწესრიგდა როგორც მომხმარებელთა მომსახურების დარბაზი, ისე ინფრასტრუქტურა, გათბობისა და ვენტილაციის სისტემა; მთლიანად განახლდა შენობის ექსტერიერი და ინტერიერი. განახლებულ ოფისებში დანერგილია ყველა ელექტრონული პროგრამა, რაც სარეგისტრაციო სამსახურში მისულ მოქალაქეებს საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს 200-ზე მეტი სერვისით სწრაფად, მარტივად და კომფორტულად სარგებლობის საშუალებას აძლევს. რეაბილიტირებული ტერიტორიული ოფისები ნინოწმინდაში − პუშკინის ქ. №43-ში, ასპინძაში კი ვარძიის ქ. №117-შია განთავსებული.

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებაა. საჯარო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა თუ სოფელში ხელმისაწვდომი რომ იყოს, იუსტიციის სამინისტრო რამდენიმე პროექტს ახორციელებს. დიდ ქალაქებში უკვე ფუნქციონირებს ან დაგეგმილია იუსტიციის სახლების მშენებლობა, რაიონული ცენტრებისაგან დაშორებულ დაბებსა და სოფლებში კი სერვისების მიღება საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი.

ხორციელდება ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი − იმ სოფლებში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრები არ ფუნქციონირებს, სერვისების მიღება „ლიბერთი ექსპრესის“ მანქანების საშუალებითაა შესაძლებელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics