13:48 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-07 09:33:12, 1345 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძის პოზიცია პრემირებასთან დაკავშირებით: ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით

თორნიკე რიჟვაძის პოზიციას აფიქსირებს პრემირებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ „ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით“.

მისი თქმით, მისასალმებელია თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხის დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ.

„მაშინ როცა მთელი მსოფლიო ებრძვის ინფექციას და მაშინ როცა ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, ყოველდღიურად მძიმდება ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, აბსოლიტურად ვერ გავიზიარებ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან ან წახალისებასთან დაკავშირებით.

მისასალმებელია თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხის დაბრუნება ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამ მძიმე მდგომარეობაში დაუშვებელია წახალისების და პრემირების შემთხვევები, მიუხედავად იმისა იქნება ეს არჩეული თუ დანიშვნითი თანამდებობის პირები" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხის ეთერში.

თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი, რომლის გაცემაც 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა. თუმცა დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics