|
2020-04-06 20:05:01, 1296 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ვირუსით დაინფიცირების ყოველდღიური მატებები ფიქსირდება და უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის
„კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ პანდემიის რეჟიმში, ანუ ინფექციის გავრცელების საკმაოდ მასშტაბური არეალები შეიძლება ვიხილოთ, ამიტომ ჩვენ ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად",- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს" ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განუცხადა. პირდაპირ ეთერში, დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობასა და ბინაზე მკურნალობის პრაქტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბინაზე მკურნალობა პანდემიების დროს მიღებული პრაქტიკაა. „არსებობს ჰოსპიტალური სექტორი პაციენტთა მომსახურებისთვის და არსებობს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, სადაც პაციენტები ბინაზე მიიღებენ კონსულტაციებს; ამას აქვს ორი ძირითადი მიზანი: ერთი, რომ პაციენტებმა, რომლებიც არ საჭიროებენ კლინიკაში მისვლას, სატელეფონო კონსულტაცია მიიღონ ოჯახის ან სოფლის ექიმისგან; რომ იყოს დისტანცირებაც, ანუ არ იყოს უშუალო კონტაქტი, რათა არ მოხდეს ჯერ ექიმის ან ექიმის მიერ ოჯახიდან ოჯახში გადასვლის გამო ინფექციის გადატანა. ამიტომ, იმ ეტაპზე, სადაც კლინიკური გამოვლინებები არ არის ისეთი, რომ პაციენტს შესაძლოა, დასჭირდეს სტაციონარული მომსახურეობა, ეს უნდა მოხდეს ბინაზე, რათა ყველამ, ვისაც ჭირდება და არ ჭირდება-არ მიმართოს სტაციონარს და სტაციონარული მომსახურებისთვის საჭირო საწოლები არ იქნას დაკავებული ისეთ შემთხვევაში, რომელსაც არ სჭირდება კლინიკაში მომსახურება. ანუ, ეს მიღებული პრაქტიკაა სწორედ პანდემიების შემთხვევაში, როცა გავრცელების მაღალი ხარისხია. ჩვენ პრეკრიზისულ ფაზაში ვართ, ხედავთ, რომ ყოველდღიური მატებები ფიქსირდება და უკვე ვემზადებით კრიზისული ფაზისთვის. ეს მასშტაბი თანდათან გაიზრდება და თუ არ გავაკეთეთ დიფერენცირება, მაშინ შესაძლოა პროცესები არასწორად იმართოს",- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)