|
2020-04-06 13:38:56, 1216 ნახვა
კომენტარი
იმნაძე - ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის
ეკლესიის კარი არ დაიკეტება იქ იქნებიან მამაოები რომელებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ქვეყნისათვის - ამის შესახებ პაატა იმნაძემ, საბჭს სხდომის შემდეგ გაართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მანა მიმართა მორწმუნე ქრისტიანებს თხოვნით, დაიცვან მამაოები და ეკლესია ვირუსისაგან და სახლიდან ილოცონ მათთვის და ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვცდილობ ჩვენი აკრძალვა და რჩევა იყოს საფრთხის ადეკვატური, მინდა კარგად გავითავისოთ ყველამ, ორი კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით იმის დაცვა არ დაცვა ჩნდება დღეს. ახლა რა რჩევებსაც ვიძლევით, რა აკრძალვებსაც ვამბობთ, ამისი ეფექტი გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ. აქედან გამომდინარე მე მინდა მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია დავიცვათ მღვდელ მთავრები ეკლესიაში არ მისვლით და სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისასაგან არამედ სხვა ვირუსისგანაც, ნუ მიხვალთ ეკლესიაში ილოცეთ სახლიდან. ეკლესიის კარი არ დაიკეტება იქ იქნებიან მამაოები რომელებიც ილოცებენ ჩვენთვის ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ქვეყნისათვის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. პაატა იმნაძემ ასევე განმარტა ეგრეთწოდებული ფარების გამოყენების ინსტრუქიცა, რომლის თანახამადაც ისინი პირბადეებთან ერთად უნდა ვიხმაროთ. „ჩემთვის უკვე ცნობილია, რომ ჩვენთან საქართველოში არსებობს ფარების წარმოება, რაც ძალიან სასაახარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას ეს ფარები იხმარონ სწორად, პირველ რიგში ის ნიღაბთან ერთად უნდა ვიხმაროთ და რათქმაუნდა უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული და არა ქუდივით აწეული“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)