|
2015-08-11 15:07:25, 558 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილეები INL-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლებს შეხვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს არჩილ თალაკვაძეს და შალვა ხუციშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, მიღწეული პროგრესი, სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. შსს-ს წარმომადგენლებმა INL-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის შედეგადაც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის და კინოლოგიური დანაყოფის განვითარების მიმართულებებით.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)