|
2020-04-06 13:02:47, 1385 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - უკვე 5000-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, ახალი რეისები კვლავ იგეგმება
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით სამშობლოში უკვე 5000-მდე მოქალაქე დაბრუნდა, ახალი მიმართულებების დაგეგმვა კი გრძელდება. მან ასევე განაცხადა, რომ ორი ახალი მიმართულება დაიგეგმა თბილისი-პარიზი-თბილისის და თბილისი-ბარსელონა-თბილისის მიმართულებით. „საკოორდინაციო საბჭოს ზედამხედველობით, გრძელდება საქართველოს მოქალაქეების უცხოეთიდან ეტაპობრივად დაბრუნება, ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე რეისი „საქართველოს ავიახაზებთან“ ერთად და ვმუშაობთ შემდგეომ ეტაპობრივ გამოყვანაზე. უახლოესი ფრენების განრიგი არის შემდეგნაირი: 7 აპრილს ათენის მიმართულებით, 10 აპრილს ლარნაკას მიმართულებით, 12 აპრილს თბილისი-ბერლინის მიმართულებით ხოლო 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით. ეს არის ის რეისები რომელიც იყო დაანონსებული და რომელიც დაიწყება ორი დღით ადრე ბილეთების გაყიდვა და ეს მოხდება ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების თანახმად და ჩვენ ამ მიმართულებებიდან ეტაპობრივად დავაბრუნებთ, ჩვენს მოქალაქეებს. გვაქვს სამი ახალი მიმართულება, 16 აპრილს თბილის-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისი და 21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი. საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით კიდევ ორი ახალი მიმართულება დაემატება. 24-27 აპრილს განხორციელდება ფრენები თბილისი-ბარსელონა-თბილისის და თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. რა თქმა უნდა ეს ფრენებიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების თანახმად განხორციელდება და შესაბამისად ბილეთებიც ორი დღით ადრე გაიყიდება. დღეისთვის უკვე 5000-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშბლოში და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზებას, მათ მიერ შემოთავაზებული მიმართულებებზე ჩვენ უკვე გვაქვს დანიშნული ფრენები. თუკი რაიმე მსგავსი ინიციატივები იქნება არსებობს შესაბამისი ფონდი და ვისაც აქვს სურვილი შეუძლია ამ ფონდში ჩარიცხოს თანხა და ყველა რეისი იქნება დაგეგმილი საგარეო საქმეთა სამინისტროს და საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი კოორდიანციით. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას შესაბამისი საელჩოებიდან, საქაღვარგარეთ არსებული მდგომარეობის და მიმართვიანობის შესახებ. ხდება ამ ინფორმაციის გადამუშავება და ანალიზია და მხოლოდ შემდგომ ეტაპობრივად ყველა მიმართულებით ფრენების დანიშვნა. მიმართულებები რომელიც იყო შემოთავაზებული ჩვენ უკვე ათვისებული გვაქვს და ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზეც", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)