|
2020-04-06 11:20:46, 1277 ნახვა
კომენტარი
ხუნდაძე კორონავირუსზე - მატება გაგრძელდება, ამიტომ მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული
„მატება სამწუხაროდ გაგრძელდება, ამიტომ ჩვენც მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ რეკომენდაციებს პირნათლად დავიცავთ, უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეულები და მატებაც შესაბამისად იქნება ბევრად დაბალი ვიდრე ეს შეიძება ყოფილიყო. „მატება სამწუხაროდ გაგრძელდება, ამიტომ ჩვენც მოვუმატოთ იმ რეკომენდაციების შესრულების ხარისხს, რაც არის მოწოდებული და უფრო მეტად ვიქნებით დაზღვეულები და მატებაც შესაბამისად იქნება ბევრად დაბალი ვიდრე ეს შეიძება იყოს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა საქართველოში არსებულ კლინიკებზე და მათ მდგომაროებაზეც. „ჩვენ რეგიონებში დავიწყებთ მონიტორინგი კლინიკების. დღეს ჩართული კლინიკების უმეტესობა შეესაბამება არსებულ ვითარებას. მედპერსონალი არის გადამზადებული, ტრეინინგები გავლილი აქვთ. შესაბამისი ინფექციების კონტროლი მიმდინარეობს სწორად. არის ხარვეზები იმ კლინიკების შემთხვევაში, რომლებიც მოლოდინის რეჟიმშია და ეს ხარვეზები იქნება დაკორექტირებული. ეკიპირებას რაც შეეხება, დღეს მოქმედ კლინიკებში არის მარაგები, მაგრამ საჭიროა გრძელვადიანი მარაგების შექმნა და ამას განვიხილავთ დღეს. მარაგების დეფიციტი არსებობს მსოფლიოში, მაგრამ ვიქრობ, რომ ეს დეფიციტი ჩვენთან არ იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)