22:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 12:32:27, 601 ნახვა

ეკონომიკა
თეთრ ყურძენზე 35 თეთრი, საფერავზე კი 15 თეთრი სუბსიდია გაიცემა

"რთველი 2015"-ის ფარგლებში, წელს სუბსიდია 1 კგ "რქაწითელსა" და "კახურ მწვანეზე"  35 თეთრი იქნება, 1 კგ "საფერავზე" კი 15 თეთრის ოდენობის სუბსიდია გაიცემა.

რთველის საორგანიზაციო საკითხების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან გიორგი სამანიშვილთან ერთად ისაუბრა.

როგორც დანელიამ აღნიშნა, წელს სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, არამედ პირდაპირ მევენახეებზე.

,,მიმდინარე წელს სუბსიდია გაიცემა არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, როგორც ეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდებოდა, არამედ პირდაპირ მევენახეებზე. სუბსიდირების ამ პრინციპის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძენის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. ჩვენ დავასუბსიდირებთ კახეთში რთველს და სუბსიდირების დარჩება ძველი ნიშნულები. ეს გახლავთ 35 თეთრი თეთრი ყურძნის შემთხვევაში, ხოლო 15 თეთრი შავის ყურძნის შემთხვევაში. ყოველივე ეს განაპირობა არსებულმა მდგომარეობამ. ვფიქრობთ, რომ დარგს ჯერ კიდევ სჭირდება წახალისება, თუმცა, არ შევდივართ ფასის ფორმირების ნაწილში“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.  

ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, მომავალი კვირიდან საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გაემგზავრებიან კახეთში, ხოლო საკოორდინაცი შტაბი ოფიციალურად აგვისტოს ბოლოს გაიხსნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics