00:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-04 14:32:15, 2763 ნახვა

კომენტარი
გახარია - ყველაფერი, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ჩემი პირადი პასუხისმგებლობაა და ჩვენ, ყველამ ერთად გადავარჩინეთ ქვეყანა

გავეცანი სახალხო დამცველის დასკვნას 20 ივნისთან დაკავშირებით და მე იქ ახალი ვერაფერი ვნახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისის ღამეს არ გაცემულა.

მისი თქმით, სახელმწიფოს ჰქონდა ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება, რაც ამ დასკვნამ დაადასტურა.

„პროპორციულობის ნაწილში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ არის ძალაუფლების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მოგეხსენებათ, რამდენიმე შემთხვევაში სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია. არც ერთი უკანონო ბრძანება იქ არ გაცემულა და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციელებს, რომლებმაც თავდაცვის მიზნით შეიძლება რეზინის ტყვიები გამოიყენეს, ამის ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ. პროპორციულობის ნაწილში შევთანხმდით და ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის გამოძიების საგანი. ყველაფერი, რაც იმ ღამეს მოხდა, არის ჩემი პირადი პასუხისმგებლობა და ჩვენ ყველამ ერთად მაშინ გადავარჩინეთ ქვეყანა, სახელმწიფო ინსტიტუტი თავდასხმისგან, ქალაქიც და ჩვენი ქვეყნის მომავალიც დიდი არეულობისგან“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics