|
2020-04-03 17:07:11, 1875 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ სახელმწიფოს დახმარებით სამედიცინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელმა საწარმომ წარმოება გააფართოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამედინო ხალათებისა და კომბინიზონების მწარმოებელ საწარმო „დოქტორ გუდსს" ესტუმრა. მინისტრი ადგილზე გაეცნო საოპერაციო ნაკრების, ქირურგიული ხალათებისა და კომბინიზონების წარმოების პროცესს. ნათია თურნავას განცხადებით, საწარმომ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფოს დახმარებით დაიწყო ფუნქციონირება და მისასალმებელია, რომ მათი თანამშრომლებს რაოდენობა 5-დან 70-მდე გაიზარდა. „დღეს ვიმყოფებით ქართულ საწარმოში, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა სამედიცინო დაცვის საშუალებებს, სამედიცინო-ქირურგიულ ხალათებს, სამედიცინო დაცვის კომბინიზონებს - ეს არის ის ნაწარმი, რომელიც დღეს, კორონავირუსის გავრცელებისგან პრევენციის ფარგლებში, ძალიან ესაჭიროება საქართველოს, ქართულ ბიზნესს, იმ ადამიანებს, ვინც საჯარო სექტორშია დასაქმებული, იმათ, ვინც საკარანტინო სივრცეში მუშაობს და აქვს შეხება მაღალი რისკის მქონე პირებთან. აქედან გამომდინარე, ყველანაირად გვერდში ვუდგავართ საწარმოს, რომელიც ექვსი თვეა რაც ფუნქციონირებს და მუშაობა ხუთი ადამიანით დაიწყო, თუმცა დღეს 70-ზე მეტ ადამიანს ასაქმებენ. რაც მთავარია, საწარმო სანიმუშოდ ასრულებს უსაფრთხოების ყველა წესს და ეხმარება დანარჩენ ბიზნესს, თავადაც აღიჭურვონ უსაფრთხო მუშაობისთვს საჭირო პროდუქციით", - აღნიშნა ნათია თურნავამ. საწარმო „დოქტორ გუდში 2019 წლის სექტემბერში დაფუძნდა სტარტაპ საქართველოს და საპარტნიორო ფონდის კონტრიბუციით. რამდენიმე კვირის წინ კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში" დახმარებით „თიბისი ბანკის" სესხი მიიღო წარმოების გასაფართოვებლად. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ დამატებით 32 საკერავი მანქანა შეიძინა, რაშიც 60 000 ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. საწარმო დღე-ღამეში 10 ათასამდე ხალათსა და 2 ათასამდე სამედიცინო კომბინიზონს აწარმოებს.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)