|
2015-08-11 10:01:02, 693 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დღეს სუპერთასის გათამაშება გაიმართება
თბილისში, "დინამო არენაზე" დღეს სუპერთასის გათამაშება გაიმართება. უეფა-ს სუპერთასის მატჩში ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირისპირდებიან. უეფა-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე, "დინამო არენაზე" შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. უეფა-ს ინფორმაციით, გახსნის ცერემონია ქართული ხალხური ცეკვით დაიწყება. ამის შემდეგ ორივე გუნდი გამოვა მინდორზე და შესრულდება უეფა-ს სუპერ თასის ჰიმნი. ამასთან, ცერემონიაზე ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება, 1000 ბავშვის, ფეხბუთელების, მსაჯებისგან და სხვა პირებისგან შემდგარი. გახსნის ღონისძიებაზე ასევე წარსდგება ცეკვის ანსამბლი "ერისიონი", რომელიც წელს 130 წლის იუბილეს აღნიშნავს. წარმოდგენაში დაახლოებით 200 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას - მოცეკვავეები, მოზარდები და ბავშვები. ამასთან, გახსნის ცერემონიაზე მოზარდები მოედანზე შემოიტანენ უზარმაზარ დროშებს უეფა-ს ევროპა ლიგისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის თასების და უეფას სუპერ თასის ლოგოს გამოსახულებით, ასევე სამგანზომილებიანი ფორმატის ასოებით დაწერილ გუნდების სახელებს და დევიზს "ფეხბურთი მშვიდობისთვის გვაერთიანებს". უეფა-ს სუპერთასის მატჩის შეხვედრა "დინამო არენაზე" თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)