00:30 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 16:27:58, 1640 ნახვა

კომენტარი
ანდრია ჯაღმაიძე covid19-ზე - ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეხვდეს ეს დაავადება, თუმცა განწყობა, რომ ეკლესიაში გაჩნდება კლასტერი, ძალიან სამწუხაროა

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეხვდეს ეს დაავადება, თუმცა განწყობა, რომ ეკლესიაში გაჩნდება კლასტერი, ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანემა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავში, ეკლეისაში მღვდელი და საკრებულოს დეპუტატი ზიარების შემდეგ დიანფიცირდნენ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

„იმ დროს როდესაც ყველას გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა და დახმარების გაწევა, თვალში საცემია მხიარულება, რომ ვინმე მღვდელი დასნებოვნდებაან ვინმე მრევლის წევრი ზიარების შემდეგ დასნეულდება. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს რუსთავის დეპუტატი ზიარების შემდგომ დაინფიცირდა, გადავამოწმეთ და მსგავსი რამე არ ყოფილა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვდელი დასნეულდა რუსთავში და მსგავსი რამე არ მომხდარა. დაზღვეული არავინ არაფრისგან არაა, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეემთხვეს ეს, თუმცა განწყობა, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს, ვირაცას წინასწარ რომ უხარია, რომ ეკლესიაშ გაჩნდეს კლასტერი, არის ძალიან სამწუხარო“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics