00:29 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 15:51:49, 1741 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განაცხადის ფორმა, რომელიც კომპანიებმა საქმიანობის გასაგრძელებლად ნებართვის მისაღებად უნდა შეავსონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, უკვე დაასრულა მუშაობა სპეციალური აპლიკაციის ფორმებზე.

აპლიკაციები განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც დღეს ვერ ფუნქციონირებს, ან შეზღუდულ რეჟიმში უწევს საქმიანობა, რათა მათ შესაბამისი პროცედურების შემდეგ შეძლონ საქმიანობის განახლება. 

„ძალიან კარგად მესმის, რომ მრავალ ბიზნესს, რომლის შეზღუდვაც გვიწევს გამომდინარე უპირატესი ამოცანიდან, რაც ვირუსთან ბრძოლას შეეხება, პრობლემები, სერიოზული დისკომფორტი შეექმნა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დისკომფორტი დროებითი იყოს და აწყობილი სისტემის ფარგლებში ჩვენ მათ შევთავაზოთ კონკრეტული სტანდარტები, რაც უნდა დააკმაყოფილონ და ამ სტანდარტების დაკმაყოფილების გადამოწმების კვალობაზე მათ კვლავ შეძლონ ფუნქციონირება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სპეციალური აპლიკაციის ფორმები უკვე ატვირთულია ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

„ეს აპლიკაციები შეეხება იმ ბიზნესებს, ვინც დღესდღეობით არ არის ნებადართული ბიზნესების ჩამონათვალში. ასევე შეეხება ონლაინ ვაჭრობებს და სავაჭრო ქსელებს, ვინც დღეს არასასურსათო საქონლის საბითუმო მიწოდებას ვერ ახერხებს. მარტივი ფორმებია, სადაც ასახული იქნება კონკრეტული კომპანიის მზადყოფნა, რომ დაიცვას თავისი მომხმარებლები და თანამშრომლები. შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებშიც მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტორს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია და შესაბამისი მუნიციპალური ინსპექციები. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ჩვენ რესურსი გვეყოს და სწრაფად გადავამოწმოთ ერთდროულად მრავალი ბიზნესი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, როგორც კი შემოწმების შედეგად დადასტურდება, რომ კონკრეტულ, მათ შორის იმ ბიზნესებში, რომლებიც პროდუქციის ონლაინ მიწოდებას აპირებს, იქნება ეს წიგნები თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ. დაცული არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ელემენტარული, მარტივი პირობები, მოხდება ინფორმაციის საგანგებო შტაბისთვის წარდგენა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. 

„რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება - რამდენიმე დღე თუ ერთი კვირა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სწორედ ის ერთი თუ ორი კვირაა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ დავყოთ მაქსიმალურად სახლებში. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ეს ის აუცილებელი მსხვერპლია, რასაც ბიზნესები გაიღებენ, რათა თვითონ და მათი თანამშრომლები უსაფრთხოდ დარჩნენ", - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics