|
2020-04-03 14:16:02, 1871 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე - როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ ადამიანებს, ხვალ და ზეგ ისინი აირჩევენ უფრო საიმედო ორგანიზაციებს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უნდა ესმოდეთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ ადამიანებს, ხვალ და ზეგ ისინი აირჩევენ უფრო საიმედო ორგანიზაციებს. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მთავრობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოუწოდებს გადაიაზროს არსებული ვითარება და მიხვდნენ, რომ ისინიც ატარებენ იმ სოციალურ პასუხისმებლობას, რომელსაც ქვეყნის ყველა ჩვენი მოქალაქე ატარებს „ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან სესხების გადავადებას, იყო მთავრობის, ბანკებისა და ამ ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივა. ამას, რა თქმა უნდა, ვერანაირი ძალადობრივი ხასიათი ვერ ექნებოდა. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ მოვუწოდოთ მთავრობის მხრიდან, ყველა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. მოვუწოდებთ, გადაიაზროს არსებული ვითარება, მიხვდეს, ასევე, რომ ეს ორგანიზაციებიც ატარებენ იმ სოციალურ პასუხისმებლობას, რომელსაც ქვეყნის ყველა ჩვენი მოქალაქე ატარებს დღეს და მაშინ, როცა ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეთა ინტერესები, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ ან დაკარგავენ შემოსავალს და დაზიანდნენ ამ გლობალური პანდემიის შედეგად, რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ბიზნესი, რომელსაც ეს გამოწვევა არ შეეხება. რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი ბიზნესი და იცავს საკუთარი ბიზნესის ინტერესებს, მაგრამ მოდით, დავიცვათ იმ თანამოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც ხვალ, ზეგ გახდებიან ასევე ჩვენი ბიზნესის მომხმარებლები. ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ეს არის მათი კლიენტურა და იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ ამ ადამიანებს, ხვალ და ზეგ ეს ადამიანები აირჩევენ უფრო საიმედო, უფრო სანდო ან უფრო პასუხისმგებლიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ასე რომ, ამ ორგანიზაციებს მომავალში თავისი რეპუტაციული რისკებიც შეიძლება ჰქონდეთ. მოდით ერთად დავუდგეთ გვერდში ერთმანეთს და არ ვისარგებლოთ სხვისი გასაჭირით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)