15:58 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 14:04:36, 1975 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - ორშაბათიდან ჩაერთვება დამატებით 9 კლინიკა და პაციენტების ზრდასთან ერთად შესაძლებელია ჩაერთოს დამატებით კიდევ 6 კლინიკა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე 20 კლინიკაა მობილიზებული.

მისი თქმით, ორშაბათიდან 9 კლინიკა ჩაერთვება პაციენტების მიღებაში და შესაძლებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში 6 კლინიკა მობილიზდეს.

„დღესდღეობით უკვე 20 კლინიკაა მობილიზებული საქართველოს მასშტაბით, იმისათვის რომ მიიღონ კორონავირუსით ინფიცირბეული ადამიანია და ცხელების სიმპტომების მქონე ადამიანი. გარდა ამისა, ორშაბათიდან ჩაერთვება დამატებით 9 კლინიკა და პაციენტების ზრდასთან ერთად შესაძლებელია ჩაერთოს დამატებით 6 კლინიკა, რომელიც იქნება სრულად მობილიზებული კოვიდთან ბრძოლაში.

მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ყველა თანამშრომელი ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს ამ ჰოპიპტლებზე, რის შედეგადა ჩვენ ყველა საჭიროებისა და პრობლემატიკის აღნუსხვის საშუალება გვაქვს. ჩვენ ყოველდრიურ რეჟიმში ვაუმჯობესებთ ხარისხს და ვცდილობთ, რომ ყველა საჭირო ინვენტარი და პირადი დაცვის საშულებეი ექიმებისთვის, რომლებიც ამ რთული ინფექციით დაავადებულ ადამიანებს მკურნალობენ, იყოს მობილიზებული“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ეტაპობრივად 31 საავადმყოფო ჩაერთვება რეგიონებში, რომლებიც მიიღებენ კოვიდის პაციენტებსა და ცხელების პაციენტებს.

„მოხდება ადგილზე მათი ტრიაჟი და შესაბამისად, გადამისამარტებულები იქნებიან ან სახლში და რთული შემთხვევები საავადმყოფოში იქნებიან გადაყვანილები“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics