00:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 13:25:19, 975 ნახვა

კომენტარი
ცქიტიშვილი სააღდგომო ლიტურგიაზე - ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს

ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, ვირუსი ვერ ცნობს სტრატეგიული დარგის ობიექტს თუ საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს. სწორედ ამის გამო, ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა დაიცვას დაწესებული რეკომენდაციები - ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშილმა ისაუბრა.

მაია  ცქიტიშილის  თქმით, აღდომის დღესასწაულზე კომენდანტის საათის დროს ვერცერთი საქართველოს მოქალაქე ვერც სასულიერო პირი ვერ შეძლებს გადაადგილებას.

 „პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ დავიცვათ დადგენილი რეგულაცია, მკაცრად და ზედმიწევნით დღეს, რათა ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ.

რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს არის მკაფიო, და 21:00 დან დილის 6 საათამდე არ არის ნება დართული ნებისმიერი სახის გადაადგილება. ამასთანავე არ არის ნება დართული სამ ადამიანზე მეტია დამიანის შეკრება, შესაბამისად ამ ორი პირობის კომბინაციით რათქმაუდნა დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება ნებისმიერ სივრცეში და თუ იქნება დაფიქსირებული გადაადგილება.

შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეზღუდვები გავრცელებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  შესაბამისად ეს რეგულაციები მოქმედებს ყველაზე. სწორედ ამისთვის ხდება განსაზღვრა იმ ეკონომიკური სუბიექტებისა და საჯარო დაწესებულებებისა ან სტატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სადაც საგამონაკლისო რეჟუმში არის დაშვებული, როგორც სამ ადამიანზე მეტის ყოფნა ასევე მათი გადაადგილება თუნდაც კომენდანტის საათის დროს, იქიდან გამომდინარე თუ რა სპეციფიკა აქვს ამათუიმ საქმიანობას. ამ ეტაპზე კომნდანტის საათიც, საგანგებო მდგომარეობაც და კარანტინიც მოქმედებს ყველაზე.

ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, ვირუსი ვერ ცნობს სტრატეგიული დარგის ობიექტს თუ საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ყველა სგვჭირდება მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისგან და მაქსიმალურად შვეაკავოთ ვირუსის გავრცელება საქართველოში, ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა დაიცვას ეს პირობები“, - განაცხადა მაია ცქიტიშილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics