02:03 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 13:01:37, 1031 ნახვა

კომენტარი
ლევან გოფოძე ახალ ინფიცირებულებზე - მათი ეპიდემიოლოგიური ანალიზი ცნობილია და არცერთი არ არის საგანგაშო

მათი ეპიდემიოლოგიური ანალიზი ცნობილია და არცერთი არ არის საგანგაშო ამ თვალსაზრისით, ორი პაციენტი რუსთავიდან არის - რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ 3 ახალი პაციენტების შესახებ ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 პაციენტია, გუშინდელი ტესტირების შედეგად სამ პაციენტს გამოუვლინდა კორონავირუსის დადებითი მაჩვენებელი. ეს პაციენტები იზოლირებულად არიან მოთვსებული და მიმდინარეობს კვლევა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ არცერთ პაციენტს არ აქვს დაავადების მძიმე ფორმები გამოვლენილი, ისინი არ საჭიროებენ სუნთქვის აპარატს. მკურნალობა პროტოკოლის თანახმად მიმდინარეობს და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ. თუმცა შესაძლებელია ინისი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანონ.

მათი ისტორია შესწავლილია, მათი ეპიდემიოლოგიური ანალიზი არსებობს, ეს არის ეგრეთწოდებული მეოთხეული გადაცემის შემთხვევა, როდესაც არ ვიცით საიდან არის დაინფიცირებული პაციენტი, თუმცა მათი ეპიდემიოლოგიური ანალიზი ცნობილია და არცერთი არ არის საგანგაშო ამ თვალსაზრისით. ორი პაციენტი რუსთავიდან არის და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს კიდევ 12 პაციენტს გაუკეთდება ანალიზი.

დღეს ოთხ საათზე თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ ტრენინგს ჩაატარებს ახალ სისტემებთან დაკავშრებით ასე რომ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველ წუთიერად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ნორმალურად წავმართოთ ეს პროცესი, მათ შორის რათქმაუნდა მედ პერსონალის გადამზადებაც.

გუშინ გვქონდა პირდაპირი ჩართვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან სადაც ჩვენი კლინიკური ჯგუფიც მონაწილეობდა. ძალიან ბევრი რამ ითქვა იქ, მაგრამ უდნა გითხრათ რომ რაღაც ახალი არაფერი უთქვამთ, რაც ჩვენთან არ ყოფილა “, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics