|
2020-04-03 12:40:05, 1169 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - 10 თვის შემდეგ, ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ პასუხი, 20 ივნისის ღამეს ჭურვების გამოყენებაზე ვინ გასცა ბრძანება
10 თვის შემდეგ, ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ პასუხი, ვინ გასცა ბრძანება ამ ჭურვების გამოყენებაზე 20 ივნისის ღამეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. სამადაშვილი ამით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშსს, რომლის მიხედვითაც „გავრილოვის ღამის“ მოვლენების დროს, ვინ გასცა ბრძალენბა ჭურვების გამოყენებაზე, დღემდე უცნობია. ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ გამოძიების პროცესში დაიმალა სატელეფონო და რაციის ჩანაწერები, რომელიც აუციელბელი იყო საქმის გამოძიებისთვის. „თითქმის 10 თვე გავიდა 20 ივნისის სისხლიანი ღამიდან და უკვე 10 თვეა ცვენი საზოგადოება და საერტასორისო თანამეგობრობა ელოდება პასუხს მიუკერძოებელი გამოძიებიდან რატომ გამოიყენა სახელმწიფომ გადაჭარბებული ძალა და დაარბია მშვიდობიანი აქცია. მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონია მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებდა, გუშინ სახალხო დამცველი მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა, ვფიქრობ, გადააჭარბა ჩვენ მოლოდინსაც კი, იმ თვალსაზრისით, რომ ანგარიშში იკვეთება არამხოლოდ 20 ივნისს ჩადენლი დანაშაული, არამედ დანაშაულის პროცესში დამალული მტკიცებულებები და სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი მცდელობა, რომ არ დადგინდეს სიმართლე ამ საქმესთან მიმართებაში, ჯოხი გადატყდეს პოლიციის რიგით თანამშრომლებზე და პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ააცილონ იმ პირებს, ვინც უსუალოდ ხელმძღვანელობდა ამ სისხლიან ოპერაციას. გამოძიების შედეგად ჩვენ კვლავ არ გვაქვს პასუხი, ვინ გასცა ბრძანება, რომ გამოყენებული ყოფილიყო ე.წ რეზინის ტყვიები, რომელიც გამოყენებული იქნა ძალიან დიდი რაოდენობით, 800 ტყვია და ამის შედეგად დაზარალდა 273 საქართველოს მოქალაქე. მათ შორის რამდენიმემ დაკარგა თვალი და მიიღო ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი. ამ ყველაფრის შემდეგ, თითქის 10 თვის შემდეგ, ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ პასუხი, ვინ გასცა ბრძანება ამ ჭურვების გამოყენებაზე 20 ივნისის ღამეს და არ ცემს პასუხს არათუ რომელიმე შეკითხვას, არამედ გადაიმალაის ჩანაწერები რაციისა და სატელეფონო ჩანაწერები, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას სახალხო დამცველს დაედგინა სიმართლე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)