02:00 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 14:41:56, 948 ნახვა

კომენტარი
თურნავა - მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კურსთაშორისი სხვაობის ნეგატიური გავლენა შევარბილოთ მოსახლეობის სასურსათო კალათზე

„მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ კურსთაშორისი სხვაობის ნეგატიური გავლენა შევარბილოთ როგორც მოსახლეობის სასურსათო კალათზე, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“, - ამის შესახე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა

მისი თქმით, ეს არის ძალიან რთული ამოცანაა გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

„მაქსიმალურად ვცდილობთ შექმნილი გლობალური გამოწვევის ეფექტის შერბილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასა და ეკონომიკაზე. პრაქტიკულად, ეს არის ძალიან რთული ამოცანა,  რადგან გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში და კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვიმყოფებით, ეს ასეა ცალსახად და ჩვენი ყველა გადაწყვეტილება და მცდელობა მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ამ კრიზისის ზემოქმედება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კურსთაშორისი სხვაობის ზეგავლენას ეხებოდა ეკონომიკურ პროცესებზე.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობის სამოქმედო გეგმა დაიწყო იმით, რომ კურსის დევალვაციის ნეგატიური ზემოქმედება შერბილებულიყო  მოსახლეობაზე იმ ნაწილში, რაც ეხება აუცილებელ სასურსათო კალათას.  „იცით, რომ ამას ვაკეთებთ და მიუხედავად იმისა, რომ კურსი მაინც გაუფასურდა, რადგან გლობალური პროცესების გამო ტურიზმი შეწყვეტილია, ექსპორტი გართულებულია და ამას  წინ ვერ აღვუდგებოდით, მაინც მოვახერხეთ და დავაზღვიეთ ფასების ზრდა კონკრეტულ სასურსათო კალათზე", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, შემდგომში,  იგივე მიდგომა იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე „როგორც არაერთხელ ითქვა, მაქსიმალურად გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ინფრასტრუქტულ აღმშენებლობას და პროექტებს, რომლებიც არ უნდა შეფერხდეს. ვიცით, რომ აქაც შეიქმნა პრობლემები, რადგან კურსთაშორისი სხვაობა ზემოქმედებს მასალების ფასზე და სხვადასხვა იმპორტულ კომპონენტზე", - აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც, ამ ეტაპზე, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არის   კრიზისული საგანგებო ვითარების რესურსი და საგანგებო ანტიკრიზისული ბიუჯეტის ნაწილი და ეს არის სწორი გადაწყვეტილება. ნათია თურნავას თქმით, მოქმედი კანონმდებლობა და კონტრაქტებიც მეტწილად იძლევა გარკვეული რეზერვების ამოქმედების საშუალებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics