|
2020-04-02 14:27:42, 986 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - კომპანიას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს, საქმიანობის უფლება მიეცემა
„კომპანიას, რომელიც მოგვცემს გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს, საქმიანობის უფლება მიეცემა“, - ამის შესახე ეკონომიკისა და მდგრადი განვტარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, პირველ რიგში, უნდა დავრწმუნეთ, რომ მათი საქმიანობა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო. „ყველა ბიზნესის საქმიანობა, რომელიც მოგვცემს იმის გარანტიას, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, კლიენტების უსაფრთხოებას, შემდგომში იქნება დასაშვები. პირველ რიგში, უნდა დავრწმუნეთ, რომ მათი საქმიანობა იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო - ეს არის ჩვენი პრიორიტეტი", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. როგორც საკანონმდებლო მაცნეს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთულია საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ". მასში განისაზღვრა იმ კომპანიების ჩამონათვალი და ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. რაც შეეხება სხვა ბიზნეს საქმიანობას, რომლებიც შეჩერდა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მინისტრის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს მოსახლეობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)