|
2020-04-02 13:26:16, 1482 ნახვა
ომი უკრაინაში
რატიანი - პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმედ ფასდებოდა სტაბილურია
კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მყოფი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძმედ ფასდებოდა დასტაბილურდა - ამის შესახებ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირქტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პაციენტი ბოლო 24 საათის განმავლობაში სუნთქვის აპარატიდან მოხსნილია და მალე თერაპიის განყოფილებაში გადაინაცვლებს. „პაციენტი ჩვენ კლინიკაში გადმოყვანილი იყო მარნეულის წითელი ზონიდან, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა კორონავირუსის დადასტურებული ინფექციით, ასევე კლინიკურ- ანამნეზიური მონაცემებით სახეზე იყო მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონარული შუნტირება შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა , არტერიული გიპერტენზია. პაციენტი მოთავსებული იყო კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა ფასდებოდა როგორც უკიდურესად მძიმე და ახაზს ვუსვამ ტერმინალური. ვინაიდან პაციენტთან შემოყვანიდან 24 საათის განმავლობაში, არ ისაზღვრეოდა მიკროცირკულაციის მოშლის გამო ოქსიგენაცია, ასევე იყო მკვეთრი არტერიული გიპოტენზია , გერმოდინამიკის რღვევით. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკითაა, ბოლო 24 საათია მოხსნილია სუნთქვის აპარატიდან, აბსოლიტურად კონტაქტური და ადეკვატურია. ალბათ რამდენიმე საათის შემდეგ ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)