03:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 10:48:10, 2217 ნახვა

ეკონომიკა
ნადარეიშვილი - პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ვცდილობთ, პირველ რიგში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, ისინი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში

„დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ  თავის საქმიანობას საქართველოში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირბადეების გარკვეული რაოდენობა ასევე გაიგზავნა საქართველოს საელჩოებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტია.

როგორც მან აღნიშნა, ამით სამინისტრომ უზრუნველყო, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საქართველოში წარმოებული პირბადეებით მოემარაგებინა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა. აღნიშნული დეფიციტური პროდუქციის წარმოების ორგანიზება ეკონომიკის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო. ამ ეტაპზე, პირბადეები უკვე დაურიგდათ ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან.

ასევე,  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს საქართველოში წარმოებული პირბადეების გაგზავნა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის და საკონსულო დაწესებულებებისთვის.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პირბადეები წარმოადგენს დეფიციტურ პროდუქტს. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ძალიან ოპერატიულად გაუწია ორგანიზება პირბადეების ადგილობრივი წარმოების ამოქმედებას. პირბადეები მზადდება დოლბანდისგან, ხოლო დამზადების ტექნოლოგია შეთანხმებული და დამტკიცებულია დაავადებათა ეროვნულ ცენტრის მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა გაცილებით აჭარბებს მოწოდებას ბაზარზე, ვცდილობთ, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, პირველ რიგში, ის ჯგუფები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში. საუბარია როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics