|
2020-03-31 20:03:24, 13245 ნახვა
ომი უკრაინაში
პრემიერის პრესსპიკერი - მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან გადაადგილების შეზღუდვა, რომლებიც 1 საათში ამოქმედდება
"მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან გადაადგილების შეზღუდვა, რომლებიც 1 საათში ამოქმედდება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, თუ რას ნიშნავს ე.წ კომენდანტის საათი და აღნიშნა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000 ლარით, იურიდიული კი, 15 000-ით დაჯარიმდება. „ე.წ კომენდანტის საათი ნიშნავს, რომ დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ დილის 6 სათამდე არის აკრძალული გადაადგილება, როგორც ქვეითად ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუელებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი ამედიცინო მოხელეები და სხვა ამდაგვარი მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც 1 საათში ამოქმედდება და იმოქმედებს დილის 6 საათამდე და ასე იქნება, მთელი საგანგებო პერიოდის განმავლობაში, გთხოვთ დაიცვათ ეს რეჟიმი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში არის გათვალისწინებული ჯარიმები, რომელიც ფიზიკურ პირებზე 3 000 ლარიან, ხოლო იურიდიულ პირებზე 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)