|
2015-08-10 11:29:46, 923 ნახვა
სამართალი
შსს: კარბელაშვილმა სამართალდამცავებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
შინაგან საქმეთა სამინისტრო დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს–ში აცხადებენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს. ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი - ე.ბ. უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, მოგვიანებით ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია. გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)