|
2020-03-29 17:08:05, 3094 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის პატრიარქი მრევლს მოუწოდებს, ეკლესიებში სიარულისგან თავი შეიკავონ
მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქი კირილი მორწმუნეებს ეკლესიებში სიარულისგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, რუსები, სრულად ვერ აცნობიერებენ, რა ხდება იტალიაში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც მეტ-ნაკლებად არიან კორონავირუსის ინფექციით დაზარალებული. „თავი შეიკავეთ ტაძრებში სიარულისგან. მე ამას არასდროს გეტყოდით, რომ არ არსებობდეს მარიამ ეგვიპტელის მაგალითი. ეკლესია მოგიწოდებთ, რომ ყველამ აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და მკაცრად შეასრულოთ ყველა წესი, რომელსაც რუსეთის სანიტარული ხელისუფლება ავრცელებს. ავიღოთ საკუთარ თავზე გმირობა და არ გავიდეთ სახლებიდან ისევე, როგორც ეს გმირობა აიღო საკუთარ თავზე წმინდა მარიამ მეგვიპტელმა, რომელიც მიუხედავად წყურვილისა, უდაბნოდან არ გადიოდა“, - განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)